აღწერა

ბორჯომი ლიკანის სასტუმრო

5-ვარსკვლავიანი ლუქს-სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" მდებარეობს თბილისიდან (საქართველოს დედაქალაქი) 177 კმ-ში, ქალაქ ბორჯომის წიწვოვანი პარკის შუაგულში, ცენტრალურ საქართველოში, ბორჯომის ხეობაში არსებული წყაროებიდან ამომავალი ბუნებრივად გაზიანი მინერალური წყლისთვის ცნობილ ადგილას. სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" მდებარეობს ლიკანის ყოფილი, ერთ დროს პოპულარული მე-4 განყოფილების სანატორიუმის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები აქ იკრიბებოდნენ, რათა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გაეტარებინათ დრო და ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებებით ესარგებლათ.

სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარე რუსი სამეფო ოჯახის, რომანოვების, ცნობილი საზაფხულო სასახლე, კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სტუმრები ბორჯომი-ლიკანის კომპლექსს სტუმრობენ. სასახლე ამჟამად რემონტდება და მალე თავის კარებს ყველა სტუმრისთვის გააღებს.

ადგილმდებარეობა

გამოგვყევით

ბიზნესთან დაკავშირება

  • კომენტარები ჯერ არ არის.
  • დაამატეთ შეფასება

      ასევე შესაძლოა დაგაინტერესოთ