Description

ურუშაძის ქუჩაზე, სადაც საღამოები ხშირად ჩუმი და ჩამქრალია, 2026 წლის ზამთარში ორმა მეგობარმა პატარა შეშის ღუმელი აანთო, ასე დაიბადა ლუჩიოლა.

მანამდე კი იყო გრძელი გზა იტალიის ვიწრო ქუჩებში, პატარა პიცერიები, კედლებზე დაგროვილი კვამლი და ცომის სურნელი, რომელიც ჰაერში ტრიალებდა. ისინი ყველაზე ნაკლებად ეძებდნენ ვიზუალურად შთამბეჭდავ პიცერიებს უფრო მეტად იზიდავდათ ადგილები, სადაც პიცა იდეალურად მრგვალი არ გამოდიოდა, სადაც თითოეულ ცომს ადამიანის ხელი ეტყობოდა, სწორედ იქ, ასეთ პატარა და უხმაურო სივრცეებში, იპოვეს ავთენტური გემო.

ლუჩიოლა სწორედ ამ სურვილიდან გაჩნდა — შეექმნათ ადგილი, სადაც ყველაფერი ნამდვილი იქნებოდა: ცეცხლი, ცომი, ხმაური, არეულობა და გემო, რომელსაც ვერ გაიმეორებ, თუ მას გულით არ გააკეთებ და ყოველ ჯერზე როდესაც ღუმელი ინთება და პირველი პიცა ცეცხლს ეხება, ყველაფერი ისევ იმ ზამთრის საღამოს ემსგავსება თითქოს ორი მეგობარი თავიდან იწყებს ლუჩიოლას გაცოცხლებას.

Location

  • 2 ატენის ქუჩა, Тбилиси, Грузия

Region

Closed

Open hours today: 14:00 - 00:00 Toggle weekly schedule
  • Monday

    14:00 - 00:00

  • Tuesday

    14:00 - 00:00

  • Wednesday

    14:00 - 00:00

  • Thursday

    14:00 - 00:00

  • Friday

    14:00 - 00:00

  • Saturday

    14:00 - 00:00

  • Sunday

    14:00 - 00:00

  • 23.10.2026 03:41 local time

Contact business

  • No comments yet.
  • Add a review